„ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში?!“ - პაპუაშვილი

„ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში?!“ - პაპუაშვილი

9-05-2022, 13:06 - 2022
631
       

„ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში?!“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
 
ის ნინო წილოსანის განცხადებას გამოეხმაურა -  „პუტინისგან არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინისგან“.
 
ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში?! ვის ეპარება ეჭვი, იმ ხალხს, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვეს, იმათ ეპარებათ ნინი წილოსანის პატრიოტიზმში ეჭვი?! თუ იმ თუნდაც მედიის წარმომადგენლებს ეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში ეჭვი, როცა ამ პერიოდში, როცა მიმდინარეობს ომი უკრაინაში და ეს რუსული აგრესიის რისკი საქართველოშიც არსებობს, დაკავებულნი არიან, მათ შორის ეს მედიასაშუალებები, დეზინფორმაციის გავრცელებით საკუთარი ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები