სახალხო დამცველის წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილზე - შეხვედრების ოთახში ჩასვლა ვერ შეძლო

სახალხო დამცველის წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილზე - შეხვედრების ოთახში ჩასვლა ვერ შეძლო

9-05-2022, 01:26 - 2022
947
       

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.
 
როგორც ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ქეთევან ხვედელიანმა განაცხადა, მესამე პრეზიდენტი არსად გადაუყვანიათ და ის ისევ ციხის საკანში იმყოფება.
 
იმყოფება დაწესებულებაში, შევხვდით, ვისაუბრეთ, ახლა დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მოგვიანებით გაკეთდება კომენტარი სახალხო დამცველის მხრიდან. სუსტად არის. როგორც მან თქვა არ ყოფილა არანაირი მცდელობა გადაყვანის. როგორც თავად მითხრა, თავს გრძნობს სუსტად, სამედიცინო დიაგნოზი არ გაუმხელია, დასკვნა არსებობს ექიმების. მე ვიყავი საკანში, ასე ისურვა, რომ ავსულიყავი“, - განაცხადა ომბუდსმენის წარმომადგენელმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები