მთავრობის დაფინანსებით მცხოვრებ უკრაინელებს 6 მაისიდან ფართის დაცლა მოსთხოვეს - ლომჯარია

მთავრობის დაფინანსებით მცხოვრებ უკრაინელებს 6 მაისიდან ფართის დაცლა მოსთხოვეს - ლომჯარია

7-05-2022, 13:11 - 2022
976
       

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, სახელმწიფო დაფინანსებით სასტუმროებში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს 6 მაისიდან საცხოვრებელი ფართების გათავისუფლება მოსთხოვეს.
 
ომბუდსმენის ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ სახლები 6 მაისიდან, უახლოეს დღეებში უნდა გაათავისუფლონ - ოჯახებს ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე ემუქრებათ.
 
პარალელურად, მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იზრდება უკრაინელთა სოციალური მხარდაჭერის დაფინანსება, რომელიც საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯებსაც მოიცავს, რაც ნამდვილად მისასალმებელია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დაფინანსების შესახებ არც რაიმე ნორმატიული გადაწყვეტილება მოიპოვება, არც რომელიმე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ვებ-გვერდზე დევს ოფიციალური განცხადება და არც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ფლობენ რაიმე ინფორმაციას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მითუმეტეს, არაფერი იციან უკრაინიდან დევნილმა მოქალაქეებმა, თუ რა ბედი ეწევათ მათ უახლოეს მომავალში“, - წერია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები