„მე უკრაინის პრეზიდენტად ამირჩიეს და არა მინი-უკრაინის“ - ზელენსკი

„მე უკრაინის პრეზიდენტად ამირჩიეს და არა მინი-უკრაინის“ - ზელენსკი
6-05-2022, 23:40 - 2022
750

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მომუშავე ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, Chatham House-ის ონლაინ-ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
 
სიტყვით გამოსვლის დროს ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთთან ყველა დიპლომატიური ხიდი დანგრეულია, თუმცა, თუკი სამშვიდობო მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, რუსეთი თავდაპირველად უნდა დაბრუნდეს იმ ტერიტორიაზე, რომელიც მას ეკავა 24 თებერვლამდე.
 
დღეს ფართომასშტაბიანი ომის 72-ე დღეა და ჯერჯერობით ომის დასასრულს ვერ ვხედავთ. რუსეთის მხრიდან ვერ ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ ვერანაირ სურვილს, რომ ომი დასრულდეს.

მე უკრაინის პრეზიდენტად ამირჩიეს და არა - მინი - უკრაინის
“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
სხვა სიახლეები