„ტყუილი ჩაიწერა პაციენტის ისტორიასა და ფორმა 100–შიც“ - მეგი ბაქრაძის საქმეში ახალი დეტალებია

„ტყუილი ჩაიწერა პაციენტის ისტორიასა და ფორმა 100–შიც“ - მეგი ბაქრაძის საქმეში ახალი დეტალებია

6-05-2022, 22:51 - 2022
2 201
       

ახალციხეში აცრის შემდეგ გარდაცვლილი 27 წლის ექთნის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე განცხადებას აკეთებს.
 
როგორც ირკვევა, ცუდად გახდომის შემდეგ მეგი ბაქრაძეს საჭირო დახმარება არ აღმოუჩინეს, ექიმს არ გაუკეთებია ადრენალინი, ტყუილი ჩაიწერა პაციენტის ისტორიასა და ფორმა 100–შიც. ექიმი კი ყველაფერში კლინიკის მენეჯმენტს ადანაშაულებს.
 
ამის შესახებ მედიკოსმა ვიოლეტა ინასარიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
 
გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე, სადაც მისი გათავისუფლების სარჩელს განიხილავდნენ, ვიოლეტა ინასარიძემ თქვა, რომ ტყუილი საავადმყოფოს ადმინისტრაციის დავალებით თქვა. დაასახელა კონკრეტული გვარებიც, მათ შორის იყო კლინიკური მენეჯერი მზია კაკოშვილი.
 
მზია კაკოიშვილი „კურიერთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ შემთხვევის დროს ის კლინიკაში არ იმყოფებოდა, როდესაც დაბრუნდა და მეგი ბაქრაძის საქმეზე აუცილებელი დოკუმენტაცია მოითხოვა, საბუთები მას თავად ინასარიძემ გადასცა, უკვე შევსებული.
 
შეგახსენებთ, რომ კლინიკა „იმედის“ ექთნის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გრძელდება, ჩატარებულია ექსპერტიზები, შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. შესაძლოა, ექიმ ინასარიძის ჩვენების შეცვლის შემდეგ სხვა პირების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს.
 
პირველადი მონაცემებით, მეგი ბაქრაძე 2021 წლის 19 მარტს, ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები