მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ დეპუტატებს თუ ეშინიათ სააკაშვილთან მისვლა, მზად ვარ, წავყვე

მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ დეპუტატებს თუ ეშინიათ სააკაშვილთან მისვლა, მზად ვარ, წავყვე

5-05-2022, 15:37 - 2022
844
       

„ქართული ოცნების“ დეპუტატებს თუ ეშინიათ სააკაშვილთან მისვლა, მზად ვარ, წავყვე“, - ამის შესახებ  „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. 
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ყველამ უნდა დაანებოს თავი ამ საკითხზე პოლიტიკურ სპეკულაციას.
 
თუ მათ რამე პირადი, ადამიანური შიშები აქვთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მე მზად ვარ, მათთან ერთად მივიდე, წავყვე ამ ადამიანებს, თუ ეშინიათ პირადად სააკაშვილის. 
არათუ ციხის პირობებში, არამედ საქართველოს პირობებშიც კი გართულებულია მსგავსი დაავადების მქონე ადამიანის მკურნალობა და შესაბამისად „ქართული ოცნება“ ახლა ეწევა აზრის მანიპულაციას. 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, დავანებოთ ამ საკითხზე მაინც თავი პოლიტიკურ სპეკულაციას
“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები