„ნიკა მელიამ ვერ ივარგა“ - თაკო ჩარკვიანი

„ნიკა მელიამ ვერ ივარგა“ - თაკო ჩარკვიანი

5-05-2022, 14:39 - 2022
843
       

პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ვერ ივარგა“.
 
მისი თქმით, ნიკა მელიამ საკუთარი პარტიის გარეთ გამოყვანისა და ქუჩაში ხალხის მობილიზების ნაცვლად, პროცესი მიაძინა.
 
ნიკანორ მელიამ, როგორც თავმჯდომარემ, ვერ ივარგა. მელიას სტრატეგია არ იყო სწორი. ის უნდა მიმხვდარიყო, რომ უფრო გამოცდილი ადამიანების რჩევა გაეთვალისწინებინა. ნიკანორ მელიას პასუხისმგებლობა იყო, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი პარტიის გარეთ გამოყვანა და ქუჩაში ხალხის მობილიზება, მან კი პროცესი მიაძინა“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები