ელისაშვილი - სააკაშვილი ციხეში რომ მოკვდეს, ეს იქნება სახელმწიფოსთვის თავის მოჭრა

ელისაშვილი - სააკაშვილი ციხეში რომ მოკვდეს, ეს იქნება სახელმწიფოსთვის თავის მოჭრა
5-05-2022, 14:08 - 2022
677

„ძალიან დიდი სირცხვილი და კატასტროფა იქნება, რომ სააკაშვილი ციხეში ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოკვდეს“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
 
ელისაშვილის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ციხეში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ შეექმნას.
 
როდესაც ის შიმშილობდა, მისი მხარდამჭერების ერთ ნაწილზე მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ერთ სულზე იყვნენ გარდაცვლილიყო, რათა რაღაც მუხტი გაჩენილიყო და რევოლუცია მოეწყოთ. მეორე მხრივ, მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მისი მოწინააღმდეგეების ნაწილს ერთი სურვილი ჰქონდა სააკაშვილის სახით პრობლემა „სტალინურად“ მოეშორებინა - არის ადამიანი, არის პრობლემა, არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. მე არცერთ ჯგუფს მივეკუთვნები. მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სააკაშვილი ციხეში იყოს ჯანმრთელი. გული იმაზე მწყდება, რომ ვინც არ უნდა იყოს, ყველა უყურებს თავისი გადასახედიდან, პარტიული ჭუჭრუტანიდან. საქართველოს სახელმწიფო იმიჯზე არავინ ფიქრობს. სააკაშვილი ციხეში ჯანმრთელობის პრობლემებით რომ ზის, ეს აზიანებს საქართველოს სახელმწიფოს იმიჯს. ამას ასე უნდა შევხედოთ, რომ ვართ სახელმწიფო, რომელიც კლავს ციხეში ყოფილ პრეზიდენტს. რად გვინდა ეს? არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც მიაჩნია, რომ ის პოლიტპატიმარია და ტყვედ არის აყვანილი. მიმაჩნია, რომ კონკრეტული დანაშაულებები აქვს ჩადენილი, რომელზეც პასუხი უნდა აგოს. როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ამ ხელისუფლების წარმომადგენლები, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგონ. ხელისუფლებაში ყოფნა არ არის ინდულგენცია“, - განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა
სხვა სიახლეები