„ჩვენი უსაფრთხოება ომში ვერ იქნება, რადგან რუსეთთან ომს ვერასდროს მოვიგებთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანული მედია Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მეტი თავდაცვითი იარაღი უნდა ჰქონდეს.
„ვფიქრობ, მუდამ შეგვიძლია გვქონდეს მეტი თავდაცვითი იარაღი, მხოლოდ ეს შეუძლია საქართველოს. გვქონდა არც თუ ისე მცირე წვრთნები, მხოლოდ 2 თვის წინ გვქონდა NATO-ს წვრთნები. გვქონდა წვრთნები პირდაპირ ბრძოლის ველზე, როცა ქართველი ჯარისკაცები, საკმაო რაოდენობით, გერმანელებთან ერთადაც, ავღანეთში იყვნენ. NATO მიგვიჩნევს ინტეგრაციის პოლიტიკის ერთ-ერთ კარგ მოსწავლედ.
რაც გვჭირდება, არის უფრო ჩქარი და დამარწმუნებელი გზა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისკენ, რადგან აქ ვხედავთ მაქსიმალურ უსაფრთხოებას. ჩვენი მაქსიმალური უსაფრთხოება ომში ვერ იქნება, რადგან არასდროს შეგვეძლება რუსეთთან ომის მოგება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.