მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი - იაპონიის პრემიერი საგანგებო განცხადებას აკეთებს

მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი - იაპონიის პრემიერი საგანგებო განცხადებას აკეთებს

5-05-2022, 11:43 - 2022
1 066
       

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ რუსეთის მიერ იაპონიის ოფიციალური პირებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას "სრულიად მიუღებელი" უწოდა.

CNN-ის ცნობით, მან კომენტარი ოთხშაბათს, რომში ვიზიტის დროს გააკეთა.

"რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. 

უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევა და ომის დანაშაული. 

რუსულმა მხარემ სამხედრო საშუალებებს მიმართა და ეს ვითარება გამოიწვია. 

იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი
", - განაცხადა იაპონიის პრემიერმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები