შეიძლება, ყველაფერი რამდენიმე დღეში დამთავრდეს - ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

შეიძლება, ყველაფერი რამდენიმე დღეში დამთავრდეს - ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

5-05-2022, 11:19 - 2022
1 372
       

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.


როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ მესამე პრეზიდენტი უკვე სითხის მიღებასაც ვეღარ ახერხებს, შესაძლოა, ყველაფერი რამდენიმე დღეში დამთავრდეს.

"ჩვენ შეგვიძლია ერთობლივი დებატები გავმართოთ ყველა იმ დიაგნოზზე, რაც ჩვენ გამოტანილი გვაქვს ჩვენი დასკვნაში. მიზანი არის ჯანმრთელობის გაუმჯობესება სააკაშვილის და შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადაწყვეტილების მიღება. ჯერ ვერ იღებდა ცილოვან საკვებს, მერე ამას დაემატა თუ ეს მართლა ასეა, სითხის მიუღებლობა და ეს უკვე ძალიან სერიოზული სიმპტომი არის, საკვების გარეშე თუ შეიძლება ადამიანმა თვეზე მეტი იცოცხლოს მეტნაკლებად სრულფასოვნად, სითხის გარეშე, გააჩნია რაოდენობას, თუ საერთოდ ვერ იღებს, შეიძლება ყველაფერი რამდენიმე დღეში დამთავრდეს", - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები