8 თებერვალს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შემავალი ქალაქებისა და სოფლების სათემო საზოგადოებრივი საბჭოების არჩევნები იწყება.
ცნობისთვის, სათემო საზოგადოებრივი საბჭოები არის მერთან არსებული მუდმივმოქმედი, არჩევითი სათათბირო ორგანო, რომლის ფუნქციაა კონკრეტულ თემთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების შემუშავება, მიღებასა და მათ აღსრულებაზე საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა.
სათემო საზოგადოებრივი საბჭოები არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული ოპოზიციონერი მერის, გიორგი ხარჩილავას მიერ მიღებული „წალენჯიხის თავისუფლებათა ქარტიის“ ერთ-ერთი მექანიზმი.
ქარტია მოქალაქეთა ჩართულობის, თანამმართველობის რეალური მექანიზმების დანერგვას და წალენჯიხის მაგალითზე ძალაუფლების დეცენტრალიზაციის, მოქალაქეთა ჩართულობის პრეცედენტის შექმნას ისახავს მიზანს.