„თავის დროზე, პოდოლიაკი მჭიდროდ თანამშრომლობდა საყოველთაო აღიარებით პრორუს იანუკოვიჩთან, არესტოვიჩი პირდაპირ იყო დაკავშირებული კრემლის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგ დუგინთან, გორჩარენკო, რომელიც საქართველოს საკითხებზე აქტიურობს, იანუკოვიჩის პარტიის წევრია“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ისინი არ არიან პატრიოტები და საქართველოში მხარს უჭერენ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ასევე არ არის პატრიოტული.
„ვიცით, რომ თავის დროზე, როცა იანუკოვიჩი იყო ხელისუფლებაში, პოდოლიაკი მჭიდროდ თანამშრომლობდა ამ პოლიტიკოსთან, რომელიც საყოველთაო აღიარებით პრორუსი პოლიტიკოსი იყო. იგივე არესტოვიჩი, პირდაპირ იყო დაკავშირებული დუგინთან, რომელიც კრემლის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია. გორჩარენკო, რომელიც საქართველოს საკითხებზე აქტიურობს, არის იანუკოვიჩის პარტიის წევრი. არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც 40 წლის ასაკში ხდებიან პატრიოტები. ისინი არ არიან პატრიოტები და საქართველოში მხარს უჭერენ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ასევე არ არის პატრიოტული ძალა“, - განაცხადა კობახიძემ.