ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები.
ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ბოლო ორ თვეში ელექტროენერგიასა და გაზზე გაზრდილ ტარიფებს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებასა და ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომას მოითხოვენ.
მოქალაქეებს ადგილზე აქვთ მიტანილი ბანერები წარწერით - „77 000 ბავშვი ყოველდღიურად შიმშილობს“; „თუ გვინდა რომ ეს მძიმე ვითარება გამოსწორდეს, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“; „ოცნება“ ზედმეტ გადასახადებს გვახდევინებს“; „ოცნება“ აღარიბებს“.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.