ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს.
მისი თქმით, „დღის ბოლომდე ამ გაუგებრობას ნათელი მოეფინება“.
„არასწორი ინფორმაცია გავრცელდა დღის განმავლობაში პოზიციურ ცვლილებასთან დაკავშირებით, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ვერ დაადასტურებს. ჩვენ ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას ცენტრის ხელმძღვანელობასთან. ვფიქრობ, დღის ბოლომდე გახდება გასაგებია და ნათელი მოეფინება იმ გაუგებრობას, რაც დილიდან ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.