ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თანამდებობას ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძეს უთანხმოება ჰქონდა ჯანდაცვის ახალ მინისტრთან, რომელიც რამდენიმე თვეა გრძელდება.
ჩვენი ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძე უახლოეს დღეებში დატოვებს თანამდებობას. ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა კი ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.