"სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, სამედიცინო დასკვნის და ექსპერტიზის საფუძველზე", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
მინისტრის თქმით, პენიტენციური სამსახური არ არის უფლებამოსილი, მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს.
"შეიძლება გადავადდეს სასჯელი, იმ შემთხვევაში, თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან, ასევე შესაძლებელია სასჯელისგან გათავისუფლება და მათ შორის პრინციპული სხვაობა მდებარეობს იმაში, რომ სასჯელის გადავადებისას, ასე ვთქვათ განკურნების ალბათობა არ არის მაღალი, განკურნების ალბათობა არსებობს, ხოლო გათავისუფლების შემთხვევაში პრაქტიკულად არ არსებობს, თუმცა გადაწყვეტილებას ამის შესახებ იღებს სასამართლო, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.