თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 ნოემბრის საქმის განხილვა 20 მაისამდე გადადო. მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა.
ადვოკატების თქმით, ექსპრეზიდენტს გადაადგილება უჭირს.
ოჯახი ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის უფლება მისცენ. უარის შემთხვევაში ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.