მტკნარი სიცრუეა ყველაფერი - იუსტიციის მინისტრი განცხადებას აკეთებს

მტკნარი სიცრუეა ყველაფერი - იუსტიციის მინისტრი განცხადებას აკეთებს
2-05-2022, 13:18 - 2022
1 036

„საუბარი იმაზე, რომ თითქოს მას არ მიეწოდებოდა მკურანლობა, ბუნებრივია არის სრულიად დაუშვებელი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
 
ის ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტის ყველა საჭიროებას აკმაყოფილებენ.
 
მე ვისაუბრებ იმ ცილისმწამებლურ კამპანიაზე, პირდაპირ ვიტყვი, რომელიც მიზანმიმართულად ხორციელდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ასევე, იუსტიციის სამინისტროს მიმართ, და რომლის მიზანიც არის პირდაპირ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
 
აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რაც არის მტკნარი სიცრუე. გამომდინარე იქიდან, რომ მას ყოველთვის მიეწოდებოდა მკურნალობა, როგორც მე-12 დაწესებულებაში, ასევე, მე-18-ში, საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ იგი გადაყვანილი იყო გორის სამხედრო ჰოსპიტალში და სულ ახლახან, გაყვანილი იყო კვლევებზე სამედიცინო მულტი პროფილურ დაწესებულებაში
“, - განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა