„მენატრება საბჭოთა კავშირი, პიონერის ყელსაბამი, მონური ერთგულება“ - მარგარიტა სიმონიანი

„მენატრება საბჭოთა კავშირი, პიონერის ყელსაბამი, მონური ერთგულება“ - მარგარიტა სიმონიანი

2-05-2022, 01:26 - 2022
853
       

კრემლის პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა მარგარიტა სიმონიანმა ვლადიმერ სოლოვიოვთან ინტერვიუში საბჭოთა კავშირი გაიხსენა.
 
მან 80-იანი წლების პერიოდს, ოქროს ხანა უწოდა.
 
ყველაფერი, რაც ხდება დღეს, მოდის დიდი ნოსტალგიიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს საბჭოთა კავშირის მიმართ. დავანებოთ თავი იმას, რა იყო ამ დროს ცუდი, ვილაპარაკოთ კარგზე. ეს იყო დიდების შეგრძნება, როცა იცოდი, რომ შენი ქვეყანა იყო უძლეველი, როცა მასზე ცუდს ვერავინ იტყოდა. დღეს ეს დრო მენატრება ყველაზე მეტად, როცა ყველა ეროვნების ადამიანი იდგა ერთად, მენატრება წითელი ყელსაბამი, ქვეყნისადმი მონური ერთგულება. მახსოვს დასარტყამ ინსტრუმენტებზე დავიწყე სიარული, რომ წითელი ყელსაბამით საბჭოთა სიმღერები შემესრულებინა“, - ამბობს სიმონიანი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები