მარკეტინგულმა სააგენტომ,  „კოსმონავტმა“ პირველი NFT კოლექცია შექმნა

მარკეტინგულმა სააგენტომ, „კოსმონავტმა“ პირველი NFT კოლექცია შექმნა

8-02-2022, 02:11 - 2022
710
       

„კოსმონავტი“ რამდენიმე თვეა შეიქმნა და მათი მიზანია გააციფრულოს ყველა და ყველაფერი.

NFT პროდუქტებზე მუშაობა მარკეტინგულმა სააგენტომ დაარსების დღიდან დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ „კოსმონავტი“ პირველი ქართული მარკეტინგული სააგენტოა, რომელიც მსგავს ბაზარზე ოპერირებს.

რამდენიმე დღეა, რაც „კოსმონავტებმა“ შექმნეს Hard Worker Dogs-ის NFT კოლექცია. ნამუშევრები შედგება მშრომელი ცუგებისგან, რომელიც გაიგივებულია ადამიანებთან, ხოლო მათი ყოველდღიური რუტინა შრომაა.

როგორც DailyInfo-ს „კოსმონავტებმა“ განუცხადეს, პირველი კოლექცია საქველმოქმედო ხასიათის არის.


პირველი კოლექცია საქველმოქმედო ხასიათის არის, გაყიდული NFT-ების 20%-ს მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარს გადავურიცხავთ“, - განაცხადა ლუი კაცაძემ.


ასევე საინტერესო იყო, თუ რატომ გადაწყვიტეს NFT კოლექციების შექმნა და როგორ მივიდნენ Hard Worker Dogs-ის პროექტამდე.


პირველ რიგში NFT აბრევიატურა გავშიფროთ:  N for "non" F for "fungible" T for "Token"

ქართულად რომ ვთქვათ არა-ჩანაცვლებადი ტოკენი, ცხადია ეს სრულიად გაუგებარი სიტყვები არაფერს არ გვეუბნება, ამიტომ ცოტა მარტივად ვთქვათ: “Non-fungible” ნიშნავს უნიკალურობას, იმას, რომ რაღაცის ჩანაცვლება არის შეუძლებელი, NFT არის ერთგვარი სტანდარტი, თუ როგორ უნდა გახდეს ციფრული პროდუქტი ვინმეს საკუთრება და შეინახოს ბლოკჩეინში ისე, რომ მას საფრთხე არ დაემუქროს. 

NFT შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ციფრულია, მათ შორის ნახატი, მუსიკა, მოგონებებიც კი. თუმცა, ახლა ყველაზე მეტად ციფრული ხელოვნება იყენებს NFT-ს, რადგან უკვე უამრავი ნახატი შეიქმნა ციფრულად და აუქციონებიც კი მოეწყო.

კომპანიაში NFT იდეა კოსმონავტის დაარსების დღიდან არსებობდა, ყველაფერი რთულად ჩანდა მაგრამ დრო და დრო ინფორმაციის მოძიებამ ჩვენი ცოდნა NFT-ს შესახებ უფრო გააღრმავა და ამან უფრო და უფრო გაზარდა ჩვენში კოლექციების შექმნის მოთხოვნილება. 

პირადად მე მახარებს ის ფაქტი რომ საქართველოში ერთ-ერთი პირველი მარკეტინგული სააგენტო ვართ, ვინც NFT კოლექციებზე მუშაობა, დაარსებიდან 2 თვეში დაიწყო.

არ ვაპირებთ გაჩერებას ერთ, ხუთ ან ათ კოლექციაზე. კომპპანიის მიზნებს, კოლექციებს და ნამუშვრებს ჩვენს სოც გვერდებზე ნახავთ ხოლმე, შევხვდებით სხვა პლანეტაზე“, - განაცხადა ბექა წულაიამ.


ვერ ვიტყვი მარტივია შექმნა NFT და ვერ ვიტყვი რთულია შექმნა NFT. 

თავიდან ყველასთვის რთულია გაიგოს რა არის NFT, მაგრამ ინფორმაციის კითხვის დროს შენ გონებაში ყველაფერი ლაგდება. 

ესეა ზუსტად მისი შექმნის პროცესიც, ერთი უნიკალური NFT-ს შექმნის შემდეგ ხვდები, რომ რთული და შეუძლებელი არაფერია. ყოველი ერთის შემნის შემდეგ იბადება შემდეგის იდეა და ესე უსასრულობამდე. 

აღარ დავწვრილმანდები რა ეტაპებს გადის NFT-ს შექმნა. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ნახატი, ან მხოლოდ იდეა, ან მხოლოდ იდეის ადამიანებისთვის გაცნობა, ან სწორ დროს სწორ სეგმენტამდე მიტანა. ეს რაღაც უნიკალურია.

შექმნა NFT ნიშვას შექმნა უნიკალური იდეა უნიკალური ადამიანისთვის. 

ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო NFT და მის სამყაროში არსებობა, დღეს ვარ იმ აზრზე, რომ ყველა ის იდეა, რომელიც ვერ განვახორციელე ცხოვრებაში შევქმნა ვირტუალურად და გავხადო უნიკალური. 

საბოლოოდ ალბათ შევხვდებით იქ, სადაც ადამიანები ვირტუალურად ერთმანეთს მიესალმებიან და მეც სალამს გეტყვით“, - აღნიშნა ლუი კაცაძემ.


„კოსმონავტები“  აგრძელებენ Hard Worker Dog-ების კოლექციაზე მუშაოაბს, ასევე ისინი გვპირდებიან მრავალფეროვან და სხვადასხვა შინაარსის მატარებელ კოლექციებსაც, რომელსაც მალევე შემოგვთავაზებენ.

სააგენტოს მიერ შექმნილი NFt კოლექცია შეგიძლიათ იხილოთ აქ

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები