რუსულმა სამხედრო, სადაზვერვო თვითმფრინავმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera შვედეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსულმა AN-30-მა შვედეთის საჰაერო სივრცე პარასკევს საღამოს დაარღვია“, - აღნიშნულია შვედეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.