ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისის ნაწილი დაიტბორა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გზის სავალი ნაწილი წყლითაა დაფარული და მანქანებს გადაადგილება უჭირთ.
დატბორილია გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია, მოძრაობა ასევე პარალიზებულია ე.წ. ახალ გზაზეც, სადაც სავალი ნაწილი დატბორილია. დატბორილია წინამღძვრიშვილის ქუჩაც.