ევროპაში „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ შესაძლოა, დაიხუროს

ევროპაში „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ შესაძლოა, დაიხუროს

7-02-2022, 23:17 - 2022
531
       

ევროპაში „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ შესაძლოა, დაიხუროს, - აღნიშნულის შესახებ დამფუძნებელმა კომპანიამ „მეტამ“ განაცხადა.

კომპანიის განცხადებით, აღნიშნულის უკავშირდება მონაცემთა ევროპულ რეგულაციას, რომელიც უფლებას არ აძლევს Meta-ს, აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე ევროპელების მონაცემები გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშაოს.

„მეტა“ იმედოვნებს, რომ საკითხთან დაკავშირებით ახალი შეთანხმების მიღწევას შეძლებენ. კომპანიის განმარტებით, თუ შეთანხმება ვერ შედგა, სავარაუდოდ, ბევრ სერვისს, მათ შორის Facebook-სა და Instagram-ს ევროპას ვეღარ შესთავაზებენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები