ღარიბაშვილი: ქუთაისში განვიხილავთ ტექნოპარკის გაკეთებას, როგორიც არის სილიკონ ველი აშშ-ში

ღარიბაშვილი: ქუთაისში განვიხილავთ ტექნოპარკის გაკეთებას, როგორიც არის სილიკონ ველი აშშ-ში

30-04-2022, 15:26 - 2022
2 225
       

"ქუთაისში განვიხილავთ ტექნოპარკის გაკეთებას, როგორიც არის სილიკონ ველი აშშ-ში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე მსხვილი კომპანიები უკვე დაინსტერებულნი არიან.

"მე არ მინდა წინასწარ საუბარი, მაგრამ ვინაიდან მკითხეთ, მინდა გითხრათ, რომ ქუთაისში გავიხილავთ, მათ შორის, ტექნოპარკის გაკეთებას. მათ შორის, არის შემოთავაზებები მსხვილი ჯგუფებისგან, ებრაული კომპანიები არიან და სხვებიც, რომლებიც განიხილავენ და აქვთ სურვილი, რომ შეიძლება მანდ გაკეთდეს უნიკალური, რომ იტყვიან, რეგიონში არა, საერთოდ ძალიან თვალსაჩინო ტექნოლოგიური პარკი, ტექნოპარკი, როგორიც არის სილიკონ ველი ამერიკაში. გვაქვს მოლაპარაკებები კომპანიებთან, ორი ჯგუფი არის გამოკვეთილი, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესი იყოს მაქსიმალურად დაცული, არა მხოლოდ ჩამოსულები დავასაქმოთ, არამედ ადგილობრივები რომ დავასაქმოთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები