რეჟისორი გოგა ხაინდარავა ამბობს, რომ დღეს უკრაინის ხელისუფლების სათავეში "საქართველოს მტრები" დგანან.
როგორც მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში აღნიშნა, ამას "ადასტურებს" უკრაინის პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თავდაცვის მინისტრის "არაკეთილსინდისიერი" განცხადებები, რომლებიც "ცდილობენ, საქართველო ომში ჩაითრიონ".
"დღეს უკრაინის ხელისუფლების სათავეში დგანან საქართველოს მტრები, ამას ლაპარაკი არ უნდა. ცალკეულ ფიგურებზე აღარ არის საუბარი, როდესაც პრეზიდენტი აკეთებს საქართველოსადმი არაკეთილმეგობრულ, არაკეთილსინდისიერ განცხადებას, ასეთივე განცხადებას აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, მთავარი პიარშიკები, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ჯგუფი ადამიანების, ვინც დღეს მართავს, მტრულად არის განწყობილი საქართველოსადმი. ყველანაირად ცდილობენ, რომ საქართველო როგორმე ამ უბედურების კალოში ჩაითრიონ", - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.