გამყრელიძე: პანდემია არც დასრულებულა და  არც ჩანს, როდის დასრულდება

გამყრელიძე: პანდემია არც დასრულებულა და არც ჩანს, როდის დასრულდება

29-04-2022, 13:59 - 2022
688
       

"პანდემია არც დასრულებულა და  არც ჩანს, როდის დასრულდება", - ამის შესახებ NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობის 70% უნდა აიცრას.

"რასაც მეკითხებით, დასრულდა თუ არა პანდემია, ან მივდივართ თუ არა დასრულებისკენ, ჩემი პასუხი ერთმნიშვნელოვნად იქნება - არა. არც დასრულებულა და ჯერჯერობით არ ჩანს, როდის დასრულდება პანდემია.

ერთმნიშვნელოვნად უნდა გავითავისოთ, რომ პანდემიის დასასრულის გზა იმუნიზაციაზე გადის. თუ აცრილი იქნება მოსახლეობის 70%, მხედველობაში მაქვს მთელი მსოფლიოს მოსახლეობა, მაშინ უკვე ამ ვირუსს ე.წ. მოდების წერტილი აღარ ექნება და პანდემია გადავა ენდემურ რეჟიმში...

ძალიან გვინდა და მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე, ცივი პერიოდი სანამ დადგება და ზამთარი, 70% იყოს მოსახლეობის აცრილი. მოგეხსენებათ, აცრაც და ვირუსის გადატანაც მუდმივ იმუნიტეტს არ ტოვებს, ეს გრძელდება 5-6-8 თვე, ამიტომ საჭიროა გაძლიერება, რასაც ჩვენ ბუსტერს ვეძახით
", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები