2021 წელს საქართველო 99 974-მა ადამიანმა დატოვა

2021 წელს საქართველო 99 974-მა ადამიანმა დატოვა

29-04-2022, 12:55 - 2022
520
       

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021 წელს ემიგრანტების რიცხვი 2020 წელთან შედარებით 34.6%-ით გაიზარდა. 


კერძოდ, საქართველო გასულ წელს 99 974-მა ადამიანმა დატოვა. 

რაც შეეხება იმიგრანტებს, მათი რიცხვი 17.8%-ით შემცირდა (74 008 ადამიანი).

"2021 წელს, იმიგრანტების 53.4%-ს (39 526 ადამიანი), ხოლო ემიგრანტების 80.4%-ს (80 351 ადამიანი) საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ", - აღნიშნავს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები