ზურაბ ადეიშვილს თავს დაესხნენ. უკრაინული მედიის ცნობით, ადეილშვილს სახლთან რამდენიმე პირი ჩაუსაფრდა და ფუზიკურად გაუსწორდა.
ადგილობრივი მედია მომხდარს საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილის საქართველოში საქმიანობას უკავშირებს. მედიის ინფორმაციით, 49 წლის ადეიშვილი ჰოსპიტალიზებულია. მიმდინარეობს გამოძიება.
„წინასწარ დადგინდა, რომ დაზარალებულს - გენერალური პროკურორის თანაშემწეს - ქუჩაში ოთხი უცნობი პირი მიუახლოვდა, სცემა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - წერს უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით.