პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება

პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება

28-04-2022, 19:08 - 2022
680
       

თბილისში, პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება. ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსში შესატანი ცვლილებები დედაქალაქის მერიამ მოამზადა.
 
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიხედვით:
 

  • ჯარიმა არასწორ პარკირებაზე ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარი გახდება ამკრძალავი ნიშნების - „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობის გამო; 
  • ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება აქამდე თუ 50 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებდა, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ჯარიმა 100 ლარამდე გაიზრდება. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ასევე, გაორმაგდება საურავი, რომელიც ამჟამად 100 ლარია;
  • 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს ტაქსის პარკირების ადგილზე პარკირება, ასევე, გაორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში;
  • სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვებისთვის პირი 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, საურავი 200 ლარი იქნება;
  • თბილისში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირებისთვის პირი ამჟამად ჯარიმდება 50 ლარით, ხოლო ცვლილებების შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება. ასევე, გაორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში;
  • შშმ პირების გაჩერების ადგილზე პარკირებისთვის ჯარიმა არის 50 ლარი, ცვლილებები კი ითვალისწინებს მის გაზრდას 100 ლარამდე. ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, ორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში; 
  • მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს ავტობუსის ზოლში A კატეგორიის ტაქსის გადასვლის ადგილებსა და პირობებს;
  • თუ ტროტუარზე იქნება მანქანა დაპარკინგებული, მაშინვე დაექვემდებარება ევაკუაციას;
  • მსუბუქი მანქანისთვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირება გამოიწვევს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით, ჯარიმის გადაუხდელობისთვის საურავი კი იქნება 200 ლარი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები