IRI: საქართველოს მოსახლეობის 97% ყველაზე ხშირად Facebook-ს იყენებს

IRI: საქართველოს მოსახლეობის 97% ყველაზე ხშირად Facebook-ს იყენებს

28-04-2022, 00:54 - 2022
568
       

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 97% ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელ Facebook-ს იყენებს.
 

  • Instagram - 25%
  • TikTok -13%
  • Twitter - 3%
  • Linkedin - 2%
  • Telegram - <1%
  • არც ერთს - 2%
  • უარი პასუხზე - <1%

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 53% მსოფლიოში მიმდინარე სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად სწორედ Facebook-ს იყენებს.
 
კვლევა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში ჩატარდა. შერჩევა მოიცავდა ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64%.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები