მარგველაშვილი - სააკაშვილი წამების მსხვერპლია, ის პუტინის პირადი პატიმარია

მარგველაშვილი - სააკაშვილი წამების მსხვერპლია, ის პუტინის პირადი პატიმარია

26-04-2022, 23:11 - 2022
699
       

"სააკაშვილი წამების მსხვერპლია, ის პუტინის პირადი პატიმარია", - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის თვალს ადევნებდა სააკაშვილის ირგვლივ მომხდარ ფაქტებს.

"მე მანამდეც განვაცხადე და მე ვფიქრობ, სულ უფრო გასაგები ხდება ჩემი განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პუტინის პირადი პატიმარი საქართველოში, ამ განცხადებას სულ უფრო ამაგრებს განცხადებები მოსკვიდან, რომელსაც ვისმენთ, როგორი თურმე თვინიერები, დინჯები და როგორი დამჯერი ერი გამხდარა საქართველო, მათთვის მოსაწონი, სააკაშვილის თემაც ამ პროპაგანდის ნაწილია.

ბუნებრივია, ვადევნებდი სააკაშვილის შიმშილობას თვალს და რაც ხდებოდა მის ირგვლივ, მერე პირადად როცა ვესაუბრე მესამე პრეზიდენტს, დეტალურად მომიყვა ის, რაც ახსოვდა, რადგან ძალიან დიდი ნაწილი [არ ახსოვს] ამ წამებიდან, რომელიც მიმდინარეობდა გლდანში მის მიმართ (და ეს ერთმნიშვნელოვნად წამებად არის აღქმული, როდესაც მოშიმშილე ადამიანზე ასეთი ზეწოლა მიმდინარეობს), ის არის დღეს წამების მსხვერპლი, მოგვწონს ადამიანი, არ მოგვწონს, პოლიტიკურად ეთანხმები თუ არ ეთანხმები, ის წამების მსხვერპლია
", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები