ივანე ჩხაიძე: ახლა საქართველოში არის ფორმულა - 8+5

ივანე ჩხაიძე: ახლა საქართველოში არის ფორმულა - 8+5

7-02-2022, 20:02 - 2022
831
       

„ახლა საქართველოში არის ფორმულა - 8+5 - 8 დღე კოვიდ ინფიცირებულისთვის უნდა იყოს იზოლაციის ვადა, დანარჩენი 5 დღე ადამიანმა უნდა ატაროს ნიღაბი“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უფრო ზუსტი იქნება, თუ იზოლაციისთვის ათვლის წერტილად სიმპტომების დაწყების პერიოდს და არა დადასტურების პერიოდს ავიღებთ.

„საქართველოში არის ფორმულა 8+5. 8 დღე უნდა იყოს იზოლაციის ვადა და დანარჩენი 5 დღე ადამიანმა უნდა ატაროს ნიღაბი. თუ ჩვენ შევხედავთ სუფთა პრაქტიკული და თეორიული თვალსაზრისით, ათვლის წერტილი უნდა იყოს სიმპტომების გამოვლენიდან დაწყებული. თუ ჩვენ ათვლის წერტილად ავიღებთ არა ინფიცირების სიმპტომების მაჩვენებელს, არამედ დადასტურების მაჩვენებელს, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება დღეებში განსხვავება იყოს. უფრო ზუსტი იქნება, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ სიმპტომების დაწყების პერიოდს და არა დადასტურების პერიოდს. ანტიგენის სწრაფი ტესტი „ომიკრონის“ შემთხვევაში ნაკლებად სპეციფიკურია. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც „ომიკრონი“ არის უსიმპტომო ან მსუბუქად მიმდინარე“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები