„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და თუ ექიმები მის სანახავად არ შევლენ, მის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისრება“, - ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
მან მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოინახულა.
„ექიმები უნდა შევიდნენ, მკურნალობის შეცვლა არის საჭირო, მკურნალობა უნდა შეიცვალოს.
სპეციალური აპარატურაა საჭირო, ესეც უნდა იქნეს გამოყოფილი. რადიკალური განსხვავებაა იმ მიხეილ სააკაშვილს შორის, რომელიც მე ციხეში პირველი შესვლის დროს ვნახე და დღევანდელთან შედარებით.
მე კიდევ შევალ თებერვლის შუისკენ და იმედი მაქვს, ხელისუფლება მიიღებს შესაბამის ზომებს, რომ ეს მდგომარეობა არ გართულდეს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.