ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს იმასთან დაკავშირებით, უნდა იჯდეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ციხეში.
ელჩის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ სათანადო მოპყრობა უნდა განხორციელდეს.
„მე ვერ ვისაუბრებ იმაზე, რაც ეხება მართლმსაჯულებას და სასამართლო სისტემას, როგორც ვიცი, საჩივარი გააგზავნა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და არსებობს სპეციალური პროცედურები, რის მიხედვითაც ეს საკითხები განიხილება. რაც შეეხება კანონის უზენაესობას და კანონთან შესაბამისობას, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ უნდა განხორციელდეს ისეთი მოპყრობა, რაც არის სათანადო, ჰქონდეს სათანადო სამედიცინო დახმარება, თუ ამის საჭიროება არსებობს და სამართლიანი სასამართლო პროცესი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.