როგორი ამინდი იქნება საქართველოში 25 აპრილის ჩათვლით

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 25 აპრილის ჩათვლით

23-04-2022, 00:31 - 2022
1 148
       

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა 23-24 აპრილს +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 25 აპრილს საქართველოს ცალკეულ რეგიონში სითბოს ფონზე ისევ გაწვიმდება.

რაც შეეხება დედაქალაქს - თბილისში 23-25 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები