ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადებას აკეთებს

ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადებას აკეთებს

23-04-2022, 00:17 - 2022
1 757
       

„დღის წესრიგში დგას ეს საკითხი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ერთობით“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ facebook live-ის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
 
ნიკა მელიას თქმით, პარლამენტის დატოვება ან თავისუფლების მოედანზე გამოსვლა ვერ იქნება სტრატეგია, არამედ ეს ყველაფერი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს.
 
დავინახავთ, რომ პოლიტიკური პროცესის დრამატულად გაცოცხლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთელი წარმომადგენლობა ოპოზიციის გამოვიდეს პარლამენტიდან? მე გარწმუნებთ, არ არსებობს ერთი პარლამენტარიც, (დავიტოვებ იმედს), ვინც იქ დარჩება. ხომ გაინტერესებთ სიმართლე? თავისთავად პარლამენტიდან გამოსვლა ვერ იქნება სტრატეგია, შეიძლება სტრატეგიის ნაწილი იყოს, როგორც თავისუფლების მოედანზე შეკრება ვერ იქნება სტრატეგია, ან კარვის დადგმა. ეს ყველაფერი სტრატეგიის ნაწილი და პუნქტები უნდა იყოს. რომ გამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტიდან, მაგრამ სხვა ოპოზიციური პარტიები იქ დარჩნენ, დაერქმევა ამ პარლამენტს ერთპარტიული პარლამენტი? მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ზურა ჯაფარიძეს, იმაზე მეტს ვიდრე ჰგონია, რომ ვცემ, მაგრამ მე როდესაც ციხეში ვიჯექი, ჩემთვის მიუღებელი იყო 49%-იანი ბარიერი და პარლამენტში შესვლაც, თანაც პლუს მთავაზობდნენ, რომ ამნისტიის მიღება მომხდარიყო იმ მახინჯი ფორმით, როგორც უნდოდათ და ხელი მომეწერა ჩემთვის მიუღებელ, ღირსებაშემლახავი დოკუმენტისთვის, მაგრამ მიიღო ზურა ჯაფარიძემ გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც მე ციხეში ვიჯექი, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, მაგრამ ამას ჩემი დამოკიდებულება ზურა ჯაფარიძისადმი არ შეუცვლია. ახლა როდესაც ზურა ჯაფარიძეს ვუსმენ და ამბობს, რომ პარლამენტიდან უნდა გამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალო, არ არის სამართლიანი. კი ბატონო, ვითვალისწინებთ, დღის წესრიგში დგას ეს საკითხი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ერთობით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები