„მოიტანეთ „ენმ“-ის ოფისში ქვითრები, ვისაც ზედმეტი დაგარიცხეს“ – „ენმ“ მოსახლეობას დახმარებას სთავაზობს

„მოიტანეთ „ენმ“-ის ოფისში ქვითრები, ვისაც ზედმეტი დაგარიცხეს“ – „ენმ“ მოსახლეობას დახმარებას სთავაზობს

7-02-2022, 14:36 - 2022
608
       

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.

მან მოქალაქეებს მიმართა, ზედმეტი დარიცხვების   ქვითრები და განცხადებები ან სემეკში მიიტანონ, ან ენმ-ის ოფისებში.

მიიტანეთ სემეკში განცხადებები, ქვითრები, ვისაც გაქვთ ინფორმაცია, რომ ზედმეტი დაგარიცხეს, იმიტომ, რომ ამ თანხების დაბრუნება უნდა მოხდეს თქვენზე, მოქალაქეებზე! თუ ვერ მიიტანთ სემეკში, შეგიძლიათ, მოიტანოთ ენმ-ის ოფისებში კონკრეტული განცხადებები და ქვითრები და ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენს ადვოკატირებას, იმ ნაძარცვის უკან ამოღებას, რომელზეც სემეკიც საუბრობს“, -  განაცხადა ლევან  ხაბეიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები