„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტი, შესაძლოა, კიდევ ერთხელ დატოვოს.
აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
„ახლა არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დრო და მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ „ნაციონალური მოძრაობაშიც" დისკუსია კიდევ ერთხელ გაიმართება, რას გვაძლევს პარლამენტში ყოფნა, რას გვაძლევს ისეთ ურთიერთობებში ყოფნა ხელისუფლებასთან, რომელიც შეიძლება, აღქმული იყოს მხოლოდ და მხოლოდ, როგორც დეკორაცია.
სავსებით შესაძლებელია, რომ ამ პარლამენტის ბოიკოტირებით დაიწყოს ახლა ყველაფერი და ნაბიჯები იქნას აქეთკენ გადადგმული, ხოლო შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს, რომ ამ პარლამენტიდან საერთოდ გამოვიდეთ“, - განაცხადა წიკლაურმა.