ჯაფარიძე - არ მჯერა, რომ სააკაშვილს გამოუშვებენ

ჯაფარიძე - არ მჯერა, რომ სააკაშვილს გამოუშვებენ

22-04-2022, 12:38 - 2022
953
       

"არ მჯერა, რომ სააკაშვილს გამოუშვებენ", - ამის შესახებ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია.

"არ მჯერა, რომ სააკაშვილს სადმე სამკურნალოდ გადაიყვანენ. არ მჯერა, რომ სააკაშვილს გამოუშვებენ. 

სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი. ერთადერთი, რის გამოც ეს ადამიანი ციხეში ზის, ისაა, რომ ის აღქმულია როგორც საფრთხე ამ ხელისუფლების მიერ - ეს არის და ეს. 

მურუსიძე-ჩინჩალაძის გადასაწყვეტი ეს არაა. ნორმალურმა სასამართლომ შესაძლოა, გამოიკვლიოს და დაეყრდნოს სააკაშვილის წარსულს, მაგრამ ამ რეალობაში ის ჩვეულებრივი პოლიტპატიმარია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები