ავტობუსში 65 წლის კაცმა ახალგაზრდა ბიჭს ორჯერ ესროლა - ახალი დეტალები

ავტობუსში 65 წლის კაცმა ახალგაზრდა ბიჭს ორჯერ ესროლა - ახალი დეტალები

21-04-2022, 23:36 - 2022
1 627
       

„65 წლის, ოთხჯერ ნასამართლევმა კაცმა მოქალაქეს ორჯერ ესროლა“, - ასე იხსენებენ თბილისში, ავტობუსში მომხდარ დაჭრას თვითმხილველები.
 
ფაქტს სამოქალაქო აქტივისტი ანნა ქართლელიშვილი შეესწრო, რომელმაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში დაწერა.
 
საზოგადოებრივ ტრანსპორტში 65 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოქალაქეს ორჯერ ესროლა. სიტყვიერი დაპირისპირება შენიშვნის ნიადაგზე დაიწყო, როცა ახალგაზრდა ბიჭმა 65 წლის კაცს მიუთითა, რომ მისი ზურგჩანთა უხეშად ეხებოდა მცირეწლოვას.
 
დაპირისპირება 15-20 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც 65 წლის ოთხჯერ ნასამართლევმა (მისივე თქმით) კაცმა ორჯერ ესროლა ახალგაზრდა ბიჭს.
 
პოლიცია ავტობუსის გაჩერებიდან 6-7 წუთში მივიდა დანაშაულია ადგილზე, ხოლო ადამინი, რომელმაც მიზანმიმართულად ორჯერ გაისროლა მეორე ადამიანის მისამართით ადგილიდან მშვიდად და აუღელვებლად მიიმალა
“, - წერს ანნა ქართლელიშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები