სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი მოწამლეს

სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი მოწამლეს
21-04-2022, 13:02 - 2022
1 594

მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ მოწამლულია.


კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე აკეთებს. 

განცხადებაში წერია რომ გამოხატული მდგომარეობა ეჭვს აჩენს რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მწვავე ინტოქსიკაცია მიმდინარეობს. 

"მარტივად შეიძლება ითქვას, რომ მესამე პრეზიდენტის ორგანიზმი მოწამლულია გარკვეული ტოქსინებით, ვისი, ან რისი მიზეზით არ ვიცი, მაგრამ ჩვენ დღეს საქართველოში მივიღეთ მეორე ნავალნი. პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეზე", - აცხადებს ვილი პაჭკორია, კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა