საქართველოში კვერცხის ფასი გაიზრდება

საქართველოში კვერცხის ფასი გაიზრდება
20-04-2022, 19:22 - 2022
1 489

თელეთის მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორის, ზვიად გოგოლაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ფრინველის საკვების ფასმა, დაახლოებით, 20%-ით მოიმატა.
 
მისი განცხადებით კვერცხის ფასზე ახლო მომავალში ეს აუცილებლად აისახება.
 
ფრინველის საკვებს კვერცხის თვითღირებულებაში 70% უჭირავს, შესაბამისად შეუძლებელია, რომ კვერცხი არ გაძვირდეს. სიმინდი და ხორბალიც, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის, სადაც ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ძალიან გაგვიძვირდა სოიაც, რომელიც აშშ-დან შემოდის.
 
ამასთან, კვერცხის საბოლოო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ სავაჭრო ქსელებიც, სადაც ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია ხდება
“, - განაცხადა  ზვიად გოგოლაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა