„თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა, აქ პანდემია არ დასრულდება!“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში იმუნოლოგ-ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი წერს.
მან ასევე დანიისა და დიდი ბრიტანეთის სტატისტიკა მოიყვანა.
„დანია:
აქტიური შემთხვევები 575 ათასი
პაციენტები მართვით სუნთქვაზე 31 (0.0053%)
ვაქცინაციის მოცვა 84.4%
დიდი ბრიტანეთი:
აქტიური შემთხვევები 2.5 მილიონი
პაციენტები მართვით სუნთქვაზე 478 (0.019%)
ვაქცინაციის მოცვა 81%
საქართველო:
აქტიური შემთხვევები 210 ათასი
პაციენტები მართვით სუნთქვაზე 282 (0.13%)
ვაქცინაციის მოცვა 33%
ამ განსხვავებას განაპირობებს ვაქცინაციის მაჩვენებელი, ამიტომ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა მუდმივად დავკარგავთ ათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ანუ აქ პანდემია არ დასრულდება!“,- წერს იმუნოლოგ-ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი.