საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში 19 აპრილის 21:00 სთ-დან 20 აპრილის 07:00 სთ-მდე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
უწყებაში მიზეზად პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას ასახელებენ.
გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.