ამირან გამყრელიძე შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

ამირან გამყრელიძე შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
6-02-2022, 12:37 - 2022
6 126

„არავითარი შეზღუდვები არ იქნება“, - ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რაც მეტი ბუსტერი გაკეთდება, მით უფრო კარგად შეკავდება ინფექცია

 „არავითარი შეზღუდვები არ იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდება გახლავთ, რომ ავიცრათ, რადგან აცრა აკავებს ინფექციას. 

ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუსტერიზაცია. 

რაც მეტი ბუსტერი გაკეთდება, მით უფრო კარგად შეკავდება ინფექცია და მშვიდად ვიქნებით, რომ არ გვექნება რთული შემთხვევები. 

6,4% ადამიანია ბუსტერით აცრილი, რაც ძალიან ცოტაა. სასურველია 1 200 000 ადამიანის ბუსტერით აცრა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა