წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ეკლესია გაძარცვეს

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ეკლესია გაძარცვეს

6-02-2022, 11:29 - 2022
1 265
       

ვარკეთილის ზემო პლატოს მე-10 კვარტალში მდებარე წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის სამლოცველოდან სიწმინდე მოიპარეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკლესიის Facebook გვერდზე ავრცელებს

მოხდა სამწუხარო ფატქი!

ამა წლის 13 იანვარს, #ვარკეთილის ზემო პლატოს მე-10 კვარტალში მდებარე წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის სამლოცველოდან დაიკარგა (მოიპარეს), თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი სიწმინდე, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი (რომელიც ფოტოზეა ასახული). შეშფოთებას გამოვთქვავთ ამ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ!

გთხოვთ #გააზიაროთ და ხმა მივაწვდინოთ იმ ადამიანს, რომელმაც ნებსით თუ უნებლიედ  ჩაიდინა ეს საქციელი და ვიმედოვნებთ გამოიჩენს კეთილგონიერებას და დაგვიბრუნებს სიწმინდეს, რომელიც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია!“, -  ნათქვამია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები