ავაშენებ 1 000-ბინიან პოლიციის ქალაქს - ღარიბაშვილი

ავაშენებ 1 000-ბინიან პოლიციის ქალაქს - ღარიბაშვილი

18-04-2022, 11:35 - 2022
646
       

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიციელებისთვის თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე „პოლიციის ქალაქს“ ააშენებენ.
 
ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისუაბრა და აღნიშნა, რომ ეს მისი და შს მინისტრის სურვილი იყო.
 
ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000-ბინიან პოლიციის ქალაქს. ამ პროექტსაც დვიწყებთ ამ წელს, უკვე დაწყებული გვაქვს მოსამზადებელი სამუშაოები, ადგილიც შერჩეულია, ბატონი ვახტანგის იდეა იყო, რომ აღნიშნული იდეა განხორციელდეს ჯიქიას ქუჩაზე, სადაც იყო მანამდე განთავსებული პოლიციის ქვედანიშნულების ბაზა, აღნიშნული ბაზა გადატანილ იქნა სხვა ადგილას, ასე რომ, ამ აგილზე აშენდება 1 000 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, პოლიციის ქალაქი“, - განაცხადა  ღარიბაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები