„დღეს მსოფლიოში უკრაინა სადიზმთან, ბოროტებასთან, სისასტიკესთან ბრძოლის სიმბოლო გახდა“ - მელია

„დღეს მსოფლიოში უკრაინა სადიზმთან, ბოროტებასთან, სისასტიკესთან ბრძოლის სიმბოლო გახდა“ - მელია
17-04-2022, 21:15 - 2022
444

„დღეს მსოფლიოში უკრაინა გახდა უკვე სადიზმთან, ბოროტებასთან, სისასტიკესთან ბრძოლის სიმბოლო“, - ამის შესახებ უკრაინაში, „ენმ“-ის თავმჯდომარე ნიკა მელია საუბრობს.
 
მან ოკუპანტების მიერ დაბომბილი ბოროდიანკა თანაგუნდელებთან ერთად მოინახულა.
 
საქართველოში თითოეული ჩვენგანი, საქართველოს მოქალაქეები პირველივე დღიდანვე ვადევნებდით თვალყურს რა თქმა უნდა, რუსების სიველურეს უკრაინაში. რომელიც გულისხმობდა მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტას, მაგრამ უშუალოდ აქ ყოფნით და საკუთარი თვალით ნანახი ბევრად უფრო მძიმეა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ვრწმუნდები რომ დღეს მსოფლიოში უკრაინა გახდა უკვე სადიზმთან, ბოროტებათან, სისასტიკესთან ბრძოლის სიმბოლო. მაგრამ ძალიან ცოტა ხანში უკრაინა გახდება ამ სისასტიკესთან, ამ ველურობასთან და ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო“, - ამბობს მელია.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა