კალაძე - ყველას უკმაყოფილებას ვეთანხმები, ვიღებ ამ შენიშვნას

კალაძე - ყველას უკმაყოფილებას ვეთანხმები, ვიღებ ამ შენიშვნას

5-02-2022, 22:35 - 2022
3 541
       

„ყველას უკმაყოფილებას ვეთანხმები, ვიღებ ამ შენიშვნას“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ვარკეთილის მეტროსადგურზე საუბრისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პროექტი გამზადებულია და გამოცხადებულია ტენდერი.

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დრო გავიდა, შეიძლება, ვიღაცამ გვითხრას, უკმაყოფილება გამოთქვას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში 1 სადგური ვერ გაგიკეთებიათო. 

აბსოლუტურად გეთანხმებით და ვიღებ ამ შენიშვნას, მაგრამ ჩემთვის პირადად მთავარია ადამიანების უსაფრთხოება და საქმე ისე გაკეთდეს, რომ ხვალ ან ზეგ იგივე არ განმეორდეს. 

მეტროში არის სპეციფიური სამუშაოები ჩასატარებელი. პროექტი გამზადებულია, გამოცხადებული გვაქვს უკვე, თუ ვინ იქნება სამშენებლო კომპანია, ვინც ამ სამუშაოებს შეასრულებს, არსებობს პროექტი, არსებობს დიზაინი, თუ როგორი იქნება ვარკეთილის მეტროსადგური და მას შემდეგ, რაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, დავიწყებთ სამუშაოებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები